მითები

მითი #2

მოთამაშეებში გავრცელებული ერთ-ერთი მცდარი მოსაზრება შემდეგია:

თუ თამაშს განვაგრძობ, იღბალი შემოტრიალდება და წაგებულ თანხას ამოვიგებ.

რეალობა კი ასეთია: ყოველ ჯერზე, როდესაც ფსონს დებთ, შედეგი აბსოლუტურად დამოუკიდებელია და კავშირი არ აქვს წინა ფსონებთან. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მოგების შანსი მეათე ფსონზეც ისეთივეა, როგორიც ის პირველ ფსონზე იყო, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოგების შანსი მეათე ფსონზე არც გაიზრდება, არც შემცირდება. ერთი კი ფაქტია, დროთა განმავლობაში თანდათან, რაც მეტს გარისკავთ, მეტს წააგებთ.

 

#გაიგე_მეტი

#ნუ_მოიტყუებ_თავს

მითები

მითი #1

ადამიანები ფიქრობენ, რომ პრობლემური მოთამაშე ყოველდღე თამაშობს.

 

თუმცა ეს მოსაზრება მცდარია.

ფაქტი: თამაშის სიხშირეს კავშირი არ აქვს თამაშდამოკიდებულებასთან. პრობლემური მოთამაშე შესაძლოა კვირაში ან თვეში ერთხელ თამაშობდეს. ის, რაც თამაშდამოკიდებულების შესახებ სიგნალს გვაწვდის, მოთამაშის ქმედებების ემოციური და ფინანსური შედეგებია.

 

#გაიგე_მეტი

#ნუ_მოიტყუებ_თავს