აქტივიზმი

პეტიცია

game-trap-objects-inside-addiction-concept-gambling-clipping-path-included-51507956აზარტულ თამაშებზე ადამიანები შეიძლება ისეთივე დამოკიდებულნი გახდნენ, როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე! 
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პიროვნება კი საკუთარი თავის გარდა მინიმუმ 5 ადამიანს აყენებს ზიანს!
ამის შესახებ კი საზოგადოებას თითქმის არავინ აფრთხილებს.
მეტიც!
ადამიანები, მათ შორის ბავშვები ყოველ დღე უყურებენ რეკლამებს, რომლეშიც აზარტული თამაშები დასვენების, გართობის, წარმატების მიღწევისა და ფულის შოვნის გზად არის გამოყვანილი.

კანონის მიხედვით თამბაქოსა და ალკოჰოლის შემთხვევაში წინასწარ გვაფრთხილებენ შესაძლო რისკების შესახებ.

მსგავსი რეგულაცია აზარტული თამაშების მიმართულებითაც უნდა ამოქმედდეს.

საინიციატივო ჯგუფმა “სოციალური შუქნიშანი” შექმნა პეტიცია, რომლიც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს შეზღუდოს აზარტული თამაშების რეკლამირება.

გადადით ბმულზე გაეცანით პეტიციას და დააფიქსირეთ თქვენი ხელმოწერა.

 

აქტივიზმი, ტრენინგები

საინფორმაციო კამპანია “აზარტული თამაშები და საფრთხეები”

🚦სოციალური შუქნიშანი ატარებს საინფორმაციო კამპანიას “აზარტული თამაშები და საფრთხეები”.

კამპანიის მიზანია მოზარდებში გავავრცელოთ ინფორმაცია იმ საფრთეების შესახებ, რომლებიც აზარტულმა თამაშებმა  შეიძლება გამოიწვიონ. დავანახოთ მათ, რომ აზარტული თამაშების რეკლამებში დახატული “ჯადოსნური სამყარო” არც ისეთი ჯადოსნურია.

davკამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩატარდა საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი / SOS Children’s Villages Georgia-ში
შეხვედრამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. თავადაც შემოგვიერთდნენ საინფორმაციო კამპანიაში და არაჩვეულებრივი სლოგანებიც მოიფიქრეს, რომლებსაც ცალკე პოსტებით გაგაცნობთ.


📢თუ გსურთ, რომ თქვენს სკოლაშიც (და არა მარტო), ჩატარდეს მსგავსი შეხვედრები, გადადით  ბმულზე 
მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

 

აქტივიზმი, ახალი ამბები

რას წავიკითხავთ ბლოგზე

საინიციატივო ჯგუფი “სოციალური შუქნიშანი”,  მიიჩნევს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის პრობლემური საკითხია და ამიტომ აქტიურად მუშაობს აღნიშნული პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია, ვისაც აზარტული თამაშები ყოველდღიურად უქმნის პრობლემებს, ამ საკითხს არ ექცევა სათანადო ყურადღება.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აზარტული თამაშების შესახებ არასათანადო ცოდნაა. საზოგადოების დიდი ნაწილი აზარტულ თამაშებს არ მიიჩნევს საფრთხედ, ხოლო იმ ნაწილმა, რომელიც აღიარებს აზარტული თამაშების მავნებლობას, არ იცის, როგორ შეიძლება ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა.

აზარტული თამაშები არა მხოლოდ საქართველოში წარმოადგენს პრობლემას. კარგი ამბავი ისაა, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც დიდი ხნის წინ აღიარეს პრობლემა, მასთან გამკლავების გზებიც შეიმუშავეს. მეორე კარგი ამბავი კი ისაა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება დაძლევადია. აზარტული თამაშების გამო წარმოშობილი პრობლემების მოგვარებაც და გამოსწორებაც შესაძლებელია. მთავარია სწორი და დროული მოქმედება.

ჩვენს ბლოგზე შემოგთავაზებთ პროფესიონალების მიერ შექმნილი გზამკვლევებისა და სტატიების თარგმანებს, თამაშდამოკიდებულებისგან თავის დაღწევის გზებს, რჩევებს, მეთოდებს.

მოგიყვებით, რა არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, თამაშდამოკიდებულების რა სტადიები არსებობს, გაგაცნობთ თამაშდამოკიდებულების ამოცნობის მეთოდებს, მოგიყვებით, რატომ შევქმენით პეტიცია აზარტული თამაშების რეკლამირების რეგულაციების მოთხოვნით, მოგიყვებით რა საფრთხეს შეიცავს აზარტული თამაშებით “უვნებელი გართობა”, რა საფრთხეს შეიცავს რეკლამა და ვისთვის…

ამას გარდა, ჩვენ გაგიზიარებთ ნამდვილ ამბებს რეალური ადამიანების შესახებ, ვისაც აზარტული თამაშების გამო შეექმნა პრობლემა, მოგიყვებით ადამიანებზე, ვინც დამოკიდებულება დაამარცხა.

ერთად გავიკვლიოთ გზა აზარტის ლაბირინთში!

 

თქვენი საკუთარი ამბების ჩვენთვის გაზიარება შეგიძლიათ სრულიად ანონიმურად (დააჭირეთ აქ)